ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოში ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავენ

1 ივნისი, 2023

ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული არის შეხსენება ყველა ჩვენგანისთვის, რომ შვილები სიყვარულსა და თანხმობაში უნდა აღვზარდოთ, მათში მორალური და სულიერი ფასეულობები უნდა ჩავნერგოთ, რომლებიც ჩვენს ოჯახებში  თაობიდან თაობას გადაეცემა, და დავიცვათ ისინი თანამედროვე სამყაროს საფრთხეებისგან.

ჩვენი შვილები იმსახურებენ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას, რომელიც ძლიერი ტრადიციული ოჯახებისგან შედგება, სადაც ქორწინება განიხილება, როგორც ქალისა და მამაკაცის საიდუმლოება, განქორწინებები აქტიურად განიკიცხება, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ცოდვად ითვლება, ხოლო უფროს თაობაზე ზრუნვა ვაჟებისა და ქალიშვილების წმინდა მოვალეობაა.

2023 წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს.

სწორედ ამიტომ ჩვენთვის უცხოა ახალი ლიბერალური შეხედულებები ოჯახსა და ქორწინებაზე, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აქტიურად ახვევს თავზე საქართველოს. მაგალითად, გერმანიაში საკანონმდებლო დონეზე 14 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეცვალონ სქესი წელიწადში ერთხელ სხეულის ფიზიკური ცვლილებების გარეშე.

2022 წლის შემოდგომაზე კალიფორნიის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც იძლევა მშობლების აზრის არგათვალისწინების საშუალებას, თუ ბავშვს სურს სქესის შეცვლა. ხოლო თუ ისინი წინააღმდეგ გამოვლენ, მათ შეიძლება, მშობლის უფლება ჩამოართვან.

ასევე აშშ-ში 2021 წლიდან დაიწყეს გენდერულად ნეიტრალური პასპორტების გაცემა: სვეტში “სქესი” წერენ ნიშანს “X”, რომელიც ნიშნავს, რომ მისი მფლობელი არ იდენტიფიცირებს თავს არც ქალად და არც მამაკაცად.

მოდით, დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა, რომ ჩვენმა შვილებმა/შვილიშვილებმა იცხოვრონ ლიბერალური იდეოლოგიის საზოგადოებაში, რომელიც უარყოფს სექსს და ანაცვლებს მას ხელოვნური სოციალური გენდერით, და რომელიც აკანონებს ჰომოსექსუალურ ქორწინებებსა და სხვა გარყვნილობას? თუ მაინც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ძლიერ ტრადიციულ ოჯახებში, რომლებშიც ჩვენ გავიზარდეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.