საფრანგეთში, კანის კორპორატიული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალის ფარგლებში, ჯილდო გადაეცა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ ვიდეოს Glimpses of Georgia. სარეკლამო ფილმი წარადგენს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია სექტემბრის ბოლოს გაიმართა. ღონისძიება 2010 წლიდან იმართება და დარგში დიდი მნიშვნელობა აქვს.
კომენტარის დატოვება