გორის მაცხოვრებლებისთვის გასული კვირა ქალაქის დღესთან დაკავშირებული ნათელი ზეიმით დასრულდა. გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ მოეწყო ბაზრობები, გასტრონომიული დახლები ეროვნული კერძებით, ასევე ყველა სტუმრისთვის გაიმართა ადგილობრივი ლუდის ფესტივალი და გასართობი ღონისძიებები.
სპეციალური პროგრამა პატარა სტუმრებისთვისაც იყო მომზადებული. მთელი დღის განმავლობაში სცენაზე გამოდიოდნენ ფოლკლორული კოლექტივები, ხოლო დღესასწაულის დამამთავრებელ კონცერტში ჯგუფი „ხიმერა“, SOFT WAVE და „მგზავრები“ მონაწილეობდა. ქალაქის სტატუსი გორმა 1801 წელს მიიღო და სამართლიანად ითვლება საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქად.
კომენტარის დატოვება