ამ წელს პირველი პაციენტები გრიპის ვირუსით საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაფიქსირდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიამდე გრიპის ვირუსის დაავადების შემთხვევები ნოემბრიდან იწყებოდა. წინა წელს პიკი მარტ-აპრილში დაფიქსირდა, თუმცა ადრე ეს ხდებოდა ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო გრიპის შემთხვევები ზაფხულშიც იყო, რაც აქამდე არასდროს შემჩნეულა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების გრიპის ვირუსისგან ყველაზე ოპტიმალური დაცვა ვაქცინაციაა. მასში შედიან ორსული ქალები, მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიალიზის პაციენტები, აივ ინფექციით დაავადებული მოქალაქეები – მათთვის ვაქცინა უფასოა. ამ წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა შეიძინა, ისინი მოქალაქეებისთვის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარის დატოვება