ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.97+0.04%

გზა სკოლის ავტობუსებს!

27 ნოემბერი, 2023

დედაქალაქის ხელისუფლებამ მისცა სასკოლო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისის ჩათვლით ქალაქის ავტობუსების ზოლებზე სატესტო რეჟიმში გადაადგილების უფლება. ამისთვის სკოლის ტრანსპორტმა უნდა მიიღოს მერიისგან სპეციალური ნიშანი. ნებართვის მისაღებად სკოლის ადმინისტრაციამ სატრანსპორტო სააგენტოს წინასწარ უნდა მიაწოდოს სატრანსპორტო საშუალების ნომერი, ფოტო მისი გამოსახულებით და შეათანხმოს ქალაქში გადაადგილების მარშრუტი.
 
სკოლის ავტობუსებს დართავენ „ბაზლაინებზე” გადაადგილების უფლებას სამუშაო დღეებში დილის 6-დან 9-მდე და 14:00-დან 18:00-მდე. გაჩერებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს. დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში სკოლის ტრანსპორტი დაჯარიმდება 100 ლარით.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ეს სიახლე ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოდ გადაადგილებას პიკის საათებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.