საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ისაუბრეს იმის შესახებ, რომ კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით გზების შეკეთებისთვის 12 პროექტის ფარგლებში უკვე გამოიყო 178 მილიონი ლარი. ნაპირსამაგრებელი 4 პროექტისთვის კიდევ 5 მილიონი ლარი იქნება საჭირო.
აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს იგეგმება გზის 110 კმ-ის შეკეთება, მათ შორის, ვაზიანი-გომბორი-თელავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის თითქმის 34 კმ-ის სიგრძის მონაკვეთის.
მთლიანობაში განხორციელებული პროექტები მოიცავს 138 კმ გზას.
კომენტარის დატოვება