ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.05%

გზებზე 18-მეტრიანი ავტობუსები გამოვიდა

3 მარტი, 2024

თბილისში ოთხ მარშრუტზე ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დაიწყო. ესაა №301, 302, 308 და 314 მარშრუტები ყველაზე დიდი მგზავრთა ნაკადით – 55 ათასამდე მგზავრობა დღეში. ავტობუსები აღჭურვილია გაგრილების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემით, ხმის საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, ტელეფონის დამუხტვის წერტილებითა და სხვა თანამედროვე სისტემებით.

სულ, ამ წლიდან თბილისში ეტაპობრივად ამოქმედდება ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 18-მეტრიანი ავტობუსი. თითოეულს აქვს 42 დასაჯდომი ადგილი და გათვლილია 162 მგზავრზე. ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და აქვს სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და პანდუსი. კალაძემ განაცხადა, რომ იგეგმება ტენდერის გამოცხადება კიდევ 40 ასეთი ავტობუსის შესაძენად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.