ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

ჰაერი კვლავ დაბინძურებულია

24 აპრილი, 2024

წინა კვირას გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა დააფიქსირა. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2,5) გაზრდილი შემცველობა   ატმოსფერულ ჰაერში აიხსნება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით, როდესაც ქარებს მოაქვს უდაბნოს მტვერი სამხრეთიდან,   სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.

სპეციალისტების თქმით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება საქართველოში პერიოდულად ხდება მთელი წლის განმავლობაში, ზოგჯერ თვეში რამდენჯერმე.
როდესაც ჰაერი დაბინძურებულია უდაბნოს მტვერით, ფილტვების პრობლემების, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე და ასთმით დაავადებულებს ურჩევენ, არ გავიდნენ გარეთ და თავი აარიდონ ფიზიკურ გადაღლილობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.