ქართველი ჰალკის სახელით ცნობილმა მკლავჭიდმა ლევან საგინაშვილმა მოიგო ქამარი მძიმე წონაში ტურნირზე East vs West 12. სტამბოლში ისტორიაში უძლიერესმა სპორტსმენმა ყოფილ სპეცრაზმელს, კანადელი დევონ ლარატს კარიერაში მეორედ ანგარიშით 4:0 მოუგო.
თურქეთის ტურნირზე ასევე გაიმარჯვეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა დავით სამუშიამ ნახევრად საშუალო წონაში და ირაკლი ზირაქიშვილმა საშუალო წონაში.
კომენტარის დატოვება