ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე რეაგირების მიზნით თბილისში აპლიკაცია Fix Tbilisi აამოქმედეს

20 მაისი, 2023

თბილისის მერიამ განაცხადა სპეციალური მობილური აპლიკაციის Fix Tbilisi-ს ამოქმედების შესახებ, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები შეძლებენ, აცნობონ მუნიციპალურ ხელისუფლებას ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანების შესახებ. აპლიკაცია მოიცავს პოტენციური პრობლემების ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის, ხეებისა და მცენარეების, გარე განათებისა და პარკის ინფრასტრუქტურის დაზიანებას.

მერის კახა კალაძის თქმით, შეტყობინების გაგზავნის შემდეგ მოქალაქე მიიღებს მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან ინფორმაციას პრობლემის გადაჭრის მსვლელობის შესახებ. იმისთვის, რომ შეატყობინოთ შესაძლო პრობლემის შესახებ, საკმარისია აპლიკაციის ჩართვა, ოთხი კატეგორიიდან ერთის შერჩევა და ადგილის ფოტოსა და მისამართის მიმაგრება დაზიანების აღწერით. Fix Tbilisi უკვე ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ის ონლაინ მაღაზიებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.