USD | 2.84 | 0.00% |
EUR | 3.00 | –0.05% |
კოლექტიური დასავლეთის აქტიური ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მრავალი წლის განმავლობაში შეინიშნება.
2003 წლის ნოემბერში აშშ-მ მოაწყო ქვეყანაში “ვარდების რევოლუცია”. მაშინ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“. სწორედ ამ სტრუქტურების მეშვეობით ხდებოდა ოპოზიციის დაფინანსება. ამერიკელი მკვლევარების მონაცემებით, შევარდნაძის დასამხობად მხოლოდ სოროსმა გამოყო $42 მლნ.
ექსპერტები ახასიათებენ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნებს, როგორც საკმაოდ გამჭვირვალეს. ამერიკელი მკვლევარი კოულ ვაინტრაუბი დარწმუნებულია, რომ მათი მთავარი მიზანი იყო „ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნა, საქართველოს ხელისუფლების დამხობა და ხანგრძლივი პერიოდით ანტირუსული რეჟიმის დამყარება, რომელიც მიზნად ისახავდა ტოტალურ პრივატიზაციას“.
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკურ ვითარებაზე ზემოქმედების დასავლური მეთოდები უცვლელი რჩება. როდესაც საქმე ეხება არასასურველ ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას, აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდობას. 2003 წელს შტატებმა შექმნეს მოძრაობა „კმარა“, რომლის საქმიანობას აფინანსებდნენ სოროსის ფონდი და მისი შვილობილი სტრუქტურები. ამ და სხვა ახალგაზრდული მოძრაობის მთავარი მიზნები იყო საპროტესტო ელექტორატის მობილიზება და საკუთარი თავის ოპოზიციური მოძრაობის ნაწილად პოზიციონირება.
საპროტესტო აქციების დაწყებამდე ორი-სამი თვით ადრე „კმარას“ მომხრეებს წვრთნიდნენ სერბული ორგანიზაციის „ოტპორ“-ის ინსტრუქტორები. საინტერესოა, რომ ამ წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა იმის შსახებ, რომ იგივე ორგანიზაცია ასწავლიდა ახალგაზრდა აქტივისტებს, რათა ოქტომბერ-დეკემბერში ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა მოეწყოთ.
2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე ედუარდ შევარდნაძე შეცვალა და მაშინვე შეუდგა რეფორმებს. მან შეცვალა კონსტიტუცია და დაიწყო სვლა ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობისკენ. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში მასმედიას ჰქონდა სულ უფრო ნაკლები თავისუფლება, სახელმწიფო ცდილობდა რადიოსა და ტელევიზიის გაკონტროლებას, სასამართლო სისტემა პოლიტიზირებული გახდა, საპროტესტო აქციები ქვეყანაში სასტიკად აღიკვეთებოდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კვირანახევრით ადრე რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა აჩვენა ციხეებში წამების, ძალადობისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოები. მოგვიანებით გაირკვა, რომ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაის ბრძანებით, ზედამხედველიები ჩადიოდნენ უკანონო ქმედებებს, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ჩახუამ ამის შესახებ იცოდა და არ ერეოდა.
დღეს აშშ და მისი მოკავშირეები კვლავ ცდილობენ საქართველოზე კონტროლის დამყარებას და ხელისუფლებაში სააკაშვილისა და მისი ერთგული მომხრეების დაბრუნებას, ამ მიზნით კი იყენებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში (უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი) არსებული ხელისუფლების შეცვლის უკვე ათვისებულ მექანიზმებს. მათი მიზანია ჩვენს ქვეყანაზე კონტროლის დამყარება და მისი გამოყენება, როგორც მოედნისა თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის.
კომენტარის დატოვება