USD | 2.81 | 0.00% |
EUR | 2.93 | 0.00% |
ვის უჭირავს მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობები მეზობელ ქვეყნებში და რას ფიქრობენ ამის შესახებ საქართველოში, მოგიყვებით ჩვენს სტატიაში.
სისხლისსამართლებრივი წარსულის მქონე ქართველებმა უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობების დაკავება დაიწყეს. ეს ტენდენცია არც კიევს აღელვებს და არც ევროკავშირს – გაქცეული დამნაშავეების იქ უხარიათ.
მარტის დასაწყისში ქართულმა მასმედიამ გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილი შეამჩნიეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება: „როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და, იმედია, ამაზე განმარტებები იქნება „.
გერმანიამ ამაზე რაიმე ენთუზიაზმის გარეშე მოახდინა რეაგირება. „ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა ამას ოპერატიულად გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები და გამოხატა შეფიქრიანება უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ადეიშვილის ბერლინსა და ბრიუსელში ვიზიტის გამო. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა გერმანიასა და ბელგიას ადეიშვილის ექსტრადირების მოთხოვნით.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზურაბ ადეიშვილი არ არის ერთადერთი დამნაშავე, რომელიც უკრაინამ „შეფარა“. ასე, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უკრაინა გადაიქცა დამნაშავეთა თავშესაფრად, ნაგულისხმევია შსს-ს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის იქ ყოფნა, რომლის წინააღმდეგაც სამშობლოში ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ორმხრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მოსთხოვა უკრაინას სისხლის სამართლის საქმეებში ჩარეული ყველა ქართველის გადაცემა, რომლებიც, ამასთანავე, ამ ქვეყანაში მაღალ სამთავრობო თანამდებობებს იკავებენ, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
უკრაინული მხარე ამას უკიდურესად უკმეხად გამოეხმაურა. საპრეზიდენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ფაქტობრივად თქვა, რომ კიევი არ განიხილავს ადეიშვილის გადაცემის საკითხს და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი დამნაშავის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. როგორც ჩანს, კიევში არ ყოფნით კადრები.
კომენტარის დატოვება