ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.97+0.04%

ჰაერის ხარისხით საქართველომ 62-ე ადგილი დაიკავა

30 მარტი, 2024

საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონე ნორმას 3-5-ჯერ აჭარბებს. IQAir-ის რეიტინგის მიხედვით, ქვეყანა ამ მაჩვენებლით 134 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა. ჰაერის ყველაზე დიდი დაბინძურება ფიქსირდება ბანგლადეშში, პაკისტანსა და ინდოეთში, სადაც დაბინძურების დონე ნორმას 10-ზე მეტჯერ აღემატება.

მხოლოდ შვიდ ქვეყანას აქვს ჰაერის ხარისხი, რომელიც აკმაყოფილებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს. პლანეტის ყველაზე სუფთა ჰაერით სარგებლობენ მავრიკი, გრენადა, ისლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ესტონეთი და ფინეთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.