Georgian Airways-მა გერმანიაში ევრო–2024-ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩებზე სპეციალური პირდაპირი რეისების ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მათი შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის საიტზე, გაყიდვების ოფისებში და პარტნიორ სააგენტოებთან. სპეციალური რეისები განხორციელდება თბილისიდან გერმანიის ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე.
17 ივნისს შესრულდება პირდაპირი რეისი თბილისი-დორტმუნდი (უკანა რეისი 19 ივნისს), 21 ივნისს – თბილისი-ჰამბურგი (უკანა რეისი 23 ივნისს);
25 ივნისი – რეისი თბილისი-დიუსელდორფი (უკანა რეისი 27 ივნისს).
შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს საქართველოს ნაკრები შეხვდება თურქეთის გუნდს, 22 ივნისს – ჩეხეთის ნაკრებს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიის გუნდს.
კომენტარის დატოვება