საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა საპატიო ჯილდოები მიიღეს. ძიუდოს ევროპის კავშირმა ტატო გრიგალაშვილს, რომლემაც 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, მიანიჭა ჯილდო „ევროპის საუკეთესო ძიუდოისტი 2023“. ხოლო მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მიიღო ჯილდო „ევროპის ძიუდოს საუკეთესო მწვრთნელი 2023“. ვულოცავთ!
ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ იგებს კონტინენტის პირველობას და ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა. გრიგალაშვილის გარდა ჩემპიონატზე ვერცხლის მფლობელი გახდნენ ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
კომენტარის დატოვება