მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გორგასლის ქუჩაზე მდებარე პარკი ვერ მოეწყობა იმ სახით, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სამშენებლო სამუშაოებმა შეიძლება, შექმნას ამ ქუჩის გასწვრივ მდებარე 360-წლიანი ხეების გადაშენების საფრთხე. თუმცა მერმა პირობა დადო, რომ გამყოფი ზოლი გორგასლის ქუჩაზე მთლიანად შეკეთდება.
გეგმის მიხედვით, გორგასლის ქუჩა კრწანისის რაიონში მთლიანად უნდა აღდგეს. იგეგმებოდა აბანოთუბანი-ბაგრატიონის ძეგლის მონაკვეთზე საავტომობილო გზის მიწისქვეშ გადატანა, გვირაბების გაყვანა, ხოლო ზევით – რეკრეაციული სივრცის მოწყობა. კვლევამ აჩვენა, რომ შესაბამისი გამავლობის საგზაო გვირაბების გაყვანა გამოიწვევს ხნიერი ჭადარების დაზიანებასა და გზის შევიწროებას.
კომენტარის დატოვება