ამ სეზონის პირველ საერთაშორისო ტურნირზე იტალიაში Lombardia Trophy-ს “ჩელენჯერის” სერიაზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ინდივიდუალურ სრიალში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ნიკა ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილი დაიკავა. ასევე მარია კაზაკოვა და გეორგი რევია სპორტულ ცეკვაში პირველ სამეულში შევიდნენ და ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ.
გარდა ამისა, სტამბოლში გამართულ ფიგურული სრიალის მორიგი გრან-პრის ეტაპზე იუნიორებს შორის ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებიც საქართველოს სახელით გამოდიან, ოქრო მოიპოვეს. მეორე ადგილი ამერიკელმა წყვილმა დაიკავა, ბრინჯაო კი კანადელ სპორტსმენებს ერგო.
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს!
კომენტარის დატოვება