საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავემ ანანო ჯინჭარაძემ მოიგო საერთაშორისო ტურნირი EFC European Circuit U14, რომელიც ბულგარეთის ქალაქ შუმენში ტარდება. 14 წლის სპორტსმენმა მოუგო მეტოქეს რუმინეთიდან მარია ლეონტეს ანგარიშით 15:9.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა მიიღო 22 სპორტსმენმა რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და საქართველოდან. გასულ წელს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თბილისში და ასევე ანანო ჯინჭარაძის გამარჯვებით დასრულდა.
კომენტარის დატოვება