ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოს უახლოესი ფესტივალების სია

8 ივნისი, 2023

9-10 ივნისს დედაქალაქის მთაწმინდის პარკში გაიმართება მუსიკალური eZo Festival, სადაც ადგილობრივი არტისტები გამოვლენ.

16-დან 18 ივნისის ჩათვლით თბილისში, Arto’s Garden-ში, Mid-Summer Night-ის ფესტივალზე ქართველი ჯაზ-მუსიკოსები შეიკრიბებიან.

17 ივნისს მთაწმინდის პარკში გაიმართება ბუნებრივი ღვინისა და საკვების ფესტივალი “SuperNatural”, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები.

17-18 ივნისს ქუთაისში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი Gemo Fest, სადაც წარმოდგენილი იქნება იმერული სამზარეულოს კერძები.

23-დან 25 ივნისის ჩათვლით Lisi Wonderland-ში, დედაქალაქის ლისის ტბასთან ახლოს, კარგი მუსიკის მოყვარულთათვის მოეწყობა Tbilisi Open Air-ის ფესტივალი.

28 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართება თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი.

20-23 და 28-30 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება ART-GENE FESTIVAL, სადაც წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული და თანამედროვე ქართული მუსიკა.

23 ივლისს თბილისში, Silk Factory Studio-ში, გაიმართება ამომავალი მზის ქვეყნისთვის მიძღვნილი იაპონური ფესტივალი.

4-დან 7 აგვისტოს ჩათვლით სამეგრელოში, კურორტ ანაკლიაზე, გაიმართება მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Komorebi Festival.

31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით თელავში წინანდლის მამულში ტრადიციულად გაიმართება კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.