საქართველოს კულტურის სამინისტრომ გადასცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ფრანგი მხატვრის ჟან-ბატისტ შარდენის ნატურმორტი, რომელიც ადრე დაკარგულად ითვლებოდა. ნოემბრის დასაწყისში ნახატი უწყებას გადასცა პირმა, რომელმაც არ მოისურვა ვინაობის გამხელა. ნახატი გახდა 132-ე ექსპონატი, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.
ნატურმორტები მუზეუმიდან 1994 წლის ივლისში იქნა მოპარული ლუკას კრანახის ” მაჭანკალასა” და იაკობ ვან რუისდაელის “ჩანჩქერთან” ერთად. ბოლო ორი ნამუშევარი შემდგომში იპოვეს და მუზეუმში დააბრუნეს, ხოლო ჟან შარდენის ნახატი მხოლოდ ახლა გამოჩნდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნამუშევრის ავთენტურობა არ დარღვეულა.
კომენტარის დატოვება