ოზონის შრეს დაცვის ფარგლებში, საქართველომ მიიღო ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მოითხოვს სამაცივრო დანადგარებისა და დიდი კონდიციონერების გაჟონვაზეშ შემოწმებას. 2024 წლის 1 იანვრიდან ყველა დიდი დანადგარი, რომელიც შეიცავს სამ კილოგრამზე მეტ გამაგრილებელ აგენტს, შემოწმდება უსაფრთხოებაზე, ხოლო გაჟონვის შესახებ უნდა ეცნობოს გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს.
სიმძლავრედან გამომდინარე დადგენილია შემდეგი შემოწმების პერიოდები: დანადგარები, რომლებიც შეიცავს სამიდან 30 კილოგრამამდე გამაგრილებელ აგენტს – წელიწადში ერთხელ, 30-დან 300 კილოგრამამდე გამაგრილებელ აგენტს – ექვს თვეში ერთხელ, უფრო მძლავრი – სამ თვეში ერთხელ. დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, დანადგარების მფლობელები დაჯარიმდებიან 150-დან 2 ათას ლარამდე.
კომენტარის დატოვება