დასრულდა სოფელ წინარეხიდან ღვთისმშობლის მიძინების სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალი აღმოსავლეთ საქართველოს წინარეხი-ქვათახევის ხუთკილომეტრიანი საავტომობილო გზის რემონტი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ადრე ეს იყო უბრალოდ გრუნტიანი გზა ასფალტის გარეშე.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა საგზაო ფენილი და ხელოვნური ნაგებობები, აღდგა ხიდი მდინარე კავთურაზე, მოეწყო პარკინგი მონასტერთან და მისასვლელები ადგილობრივ გზებთან, მოინიშნა სავალი ნაწილი და დაყენდა საგზაო ნიშნები. სარემონტო სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3,6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
კომენტარის დატოვება