ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ქვეყნის სოციალური შეღავათებისა და პენსიების სტატისტიკა

18 თებერვალი, 2024

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისსაქსტატისანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ასაკობრივი პენსიისა და სოციალური შეღავათების მიმღებთა რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი – 1 მლნზე მეტი ადამიანიშეადგინა. სოციალური დახმარება 181,9 ათასმა ადამიანმა მიიღო, მათგან 67,1% მამაკაცია. რეგისტრირებული იყო 838,1 ათასი პენსიონერი, საიდანაც 71,1% ქალი.

სოციალური პაკეტების მიმღებთა შორის უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებია – 70,7%. ომის ვეტერანებმა 13,1% შეადგინეს, ოჯახებმა, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს – 11,7%. ყველაზე მეტი სოციალური პაკეტი გაფორმებულია თბილისში – 27,2%, იმერეთში – 16,2%, აჭარაში – 11,8%.

ყველაზე მეტი პენსიონერი ცხოვრობს თბილისში – 30,3%. იმერეთში – მიმღებთა 15,8%, სამეგრელოს-ზემო სვანეთში – 10,5%, ქვემო ქართლში – 10%, კახეთში – 8,7%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.