“ნაპოლის” ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩის გმირი გახდა, სადაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა და უზრუნველყო თავისი გუნდის “კალიარისთან” გამარჯვება ანგარიშით 2:1. 69-ე წუთზე ვიქტორ ოსიმჰენმა “ნაპოლიდაბ” პირველმა გაიტანა ბურთი კარში, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ თავის გუნდის გამარჯვება მატჩის 75-ე წუთზე უზრუნველყო.
ამ გამარჯვებით “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეოთხე ადგილზე ავიდა. აღნიშნულია, რომ ნეაპოლში მატჩის დაწყება ქალაქში ძლიერი ქარის გამო და უსაფრთხოების მიზნით 30 წუთით გადაიდო.
კომენტარის დატოვება