იტალიის ქალაქ მილანში გაიმართა ტრადიციული საფეხბურთო ჯილდოს გადაცემა, რომელიც წლის შედეგებს აჯამებს. საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის“ კლუბის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლის ავტორად იქნა აღიარებული. ულამაზესი გოლი მან “ატალანტას“ კარებში გაიტანა.
იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში “ატალანტასთან” შეხვედრა ნაპოლისთვის გამარჯვებით – 2:0 -დასრულდა.
სპორტული გამოცემები აღნიშნავენ, რომ ადრე განხილულ საკითხს ხვიჩას შესაძლო მიყიდვის შესახებ მისით დაინტერესებული ინგლისის და ესპანეთის კლუბებში “ნაპოლის” ხელმძღვანელობაში აღარ განიხილება. ქართველი ფეხბურთელის გაყიდვაზე იტალიელები კატეგორიულ უარს ამბობენ.
კომენტარის დატოვება