იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია უკვე გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ და შეუძლია “ნაპოლის” გუნდს სერია A-ს მეორე ტურში “სასუოლოსთან” მატჩში დახმარება. კუნთების დაძაბულობის გამო ქართველი ნახევარმცველი იძულებული გახდა, გამოეტოვებინა პირველი ტურის მატჩი “ფროსინონესთან”.
ამ დროისთვის ხვიჩას მიზანია, ივარჯიშოს რაც შეიძლება მეტი კვირის განმავლობაში, რათა მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში თამაში “სასუოლოს” წინააღმდეგ. 27 აგვისტოს “სტადიო მარადონაზე” გაიმართება.
კომენტარის დატოვება