ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

“ბრიკსი” შესაძლოა G7 სრულფასოვანი ალტერნატივაგახდეს 

26 აგვისტო, 2023

გაერთიანების ქვეყნები ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას გეგმავენ

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში, 22-24 აგვისტოს  “ბრიკსის” XV სამიტი გაიმართა, რომელშიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა მონაწილეობდა. აღნიშნული ქვეყნების მკვიდრნი  მსოფლიოს მოსახლეობის 40% – ზე მეტს შეადგენენ, ხოლო თავად სახელმწიფოები კი  დედამიწის მთელი დასახლებული ტერიტორიის მეოთხედს იკავებენ. “ბრიკსის” წევრი-ქვეყნები, რომლებიც 2006 წლიდან მოქმედებს, ასევე არიან სხვა მსხვილი საერთაშორისო და რეგიონული გაერთიანების წევრები. 2024 წლის 1 იანვრიდან “ბრიკსის” შემადგენლობა კიდევ 6 წევრით გაიზრდება.

ამჟამად  “ბრიკსი”დინამიურად განვითარებადი გაერთიანებაა. 2023 წლისთვის “ბრიკსის” მონაწილეთა წილი გლობალურ მშპ – ში 31.5%-ია, ხოლო G7-ის სახელმწიფოებს უფრო მოკრძალებული შედეგი აქვთ – 30.7%. ამავე დროს, აშკარად შეინიშნება ტენდენცია სწორედ “ხუთეულის” და არა “შვიდეულის” წილის ზრდისკენ. გაერთიანების მიერ შექმნილმა განვითარების ახალმა ბანკმა უკვე დააფინანსა განვითარებად ქვეყნებში 33 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები. “ბრიკსი” გლობალური სამხრეთის სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, როგორც ალტერნატიული პოლიტიკური და ფინანსური სტრუქტურა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ იოჰანესბურგის სამიტზე “ბრიკსი”-ს ქვეყნების ერთიანი ვალუტის შექმნა დაიგეგმა, რაც უკვე ახალი გეოპოლიტიკური ეპოქის დასაწყისს მოასწავებს.

ამავე დროს, “ბრიკსი”-ს ქვეყნების მიღწევა არის არა მხოლოდ მათი ეკონომიკური გაძლიერება, არამედ გაერთიანების საერთაშორისო ავტორიტეტის მუდმივი ზრდა. ამგვარად, “ხუთეულის” პირველი პირების  გარდა, სამხრეთ აფრიკის სამიტში მონაწილეობა მიიღეს 40-ზე მეტი აფრიკული და გლობალური სამხრეთის ქვეყნის ლიდერებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ამასთანავე რიგმა საერთაშორისო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა. დღევანდელი დღის მდგომარეობით, 23 ქვეყანა ოფიციალურად აცხადებს “ბრიკს”- ში გაწევრიანების სურვილს. ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც თავად ხედავენ განვითარების უპირატესობას, ძალმოსილების ალტერნატიულ ცენტრებში.  აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებიდან ექვსი – არგენტინა, ეგვიპტე, ირანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია – “ბრიკსის” სრულუფლებიანი წევრი გახდება, უკვე 1 იანვარს.

“ბრიკსის” ქვეყნებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით მისი გაფართოების შემდეგ, მხოლოდ სარგებელის მომტანი იქნება. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოება და ახალი ბაზრების გახსნა-ათვისება. გარდა ამისა, “ბრიკსში” გაწევრიანება საქართველოს ეროვნული, კულტურული და ეთნიკური იდენტურობის შენარჩუნების გარანტიად იქცევა.

პერსპექტივაში კი, “ბრიკს”-ი შესაძლოა “შოს”-თან ერთად ახალი ძალმოსილების ცენტრად იქცეს, როგორც ეკონომიკური, ასევე  პოლიტიკური კუთხით. საქართველოსთვის მიზანშეწონილი იქნებოდა ამ კუთხით დაკვირვება, ვინაიდან აღნიშნულ გაერთიანებაში არ არის მიᲦებული “მთავარი” და “დაქვემდებარებული” წევრი-ქვეყნების პოზიცია, არამედ “ბრიკს”-ში ყველა სახელმწიფო თანასწორია და თანამშრომლობა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეფუძნება.

დᲦეს “ბრიკსი”-მეტწილად წარმოადგენს ფორუმს, სადაც “ხუთეულის” ლიდერების მიერ არაერთ საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხზე მსჯელობა და მოსაზრებების ურთიერთგაზიარება ხორციელდება. გაერთიანებას ასევე მოუწევს ეკონომიკური თანამშრომლობის გამართული ინსტიტუტების განვითარება, რომელთა შექმნასაც არც თუ ისე მცირე დრო დასჭირდება. თუმც აშკარაა, რომ ორგანიზაციის ამჟამინდელი როლი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, ყველა მონაწილე ქვეყნის რეგიონალური, კულტურული და სხვა თავისებურებათა გათვალისწინებით, ახალი ფართომასშტაბიანი გაერთიანების შექმნის კუთხით. წინადღით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ” იგი ერთი-პოლუსიანი სამყაროს წინააღმდეგია”, რაც უკვე წარსულს ბარდება და სწორედ ამ წუთებში “ცვლის გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკას.”                                                                       

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.