საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ესპანურ “ვალენსიაში” თამაშობს, მოედანზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით საკლუბო რეკორდის მოხსნა მოახერხა – მან ზედიზედ 61 თამაშის ნიშნულს მიაღწია.
წინა რეკორდსმენი იყო ხოსე მანუელ ოჩოტორენა, რომელმაც 59 მატჩში ითამაშა.
გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგაში 2021 წელს დაიმკვიდრა. თავდაპირველად მეკარე “ვალენსიაში” იჯარით თამაშობდა, მაგრამ ქართველი მეკარის თავდაჯერებულმა და საიმედო თამაშმა შთაბეჭდილება მოახდინა გულშემატკივრებსა და გუნდზე, რომლის ხელმძღვანელობამ სეზონის ბოლოს მისი კონტრაქტი გამოისყიდა.
კომენტარის დატოვება