დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების გამო, 10 იანვარს, 23:00 საათამდე, ქალაქის ცენტრში მანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
გადაადგილებისთვის დაიკეტება მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის №13 გადასახვევამდე.
შეზღუდვების დროს მძღოლები, რომლებიც ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდისკენ მიემართებიან, შეძლებენ, დაკეტილი ადგილების მოვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ხოლო გამსახურდიას სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩამდე მგზავრობისას საჭიროა ათონელის ქუჩამდე მისვლა, შემდეგ მარჯვნივ მოხვევა და მოძრაობის გაგრძელება ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.
კომენტარის დატოვება