20 მარტამდე ღიაა განაცხადების შეტანა Kolga Tbilisi Photo 2024 საერთაშორისო ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად. წელს კონკურსზე გამოცხადდა შემდეგი ნომინაციები: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი (Single Image), მობილური სურათი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან, ფოტოპროექტების თემა თავისუფალია.
სურათი უნდა აიტვირთოს კონკურსის ოფიციალურ საიტზე, მათ საერთაშორისო ჟიურის წევრები შეაფასებენ. კონკურსის საპრიზო ფონდი 6 ათასი დოლარია. პირველი სამი კატეგორიის გამარჯვებულები მიიღებენ 1,5 ათას დოლარს, კატეგორიაში “საუკეთესო კადრი” – $1 ათასს, ხოლო კატეგორიაში “მობილური სურათი” – $500. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 14 მაისს, შემდეგ კი გაიმართება მათი ნამუშევრების გამოფენა.
კომენტარის დატოვება