ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93–0.02%

მილიონები ხვიჩასთვის

29 მარტი, 2024

იტალიური მასმედია იუწყება, რომ “ნაპოლის” კლუბის ახალი შეთავაზება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას 4 მლნ ევროს შეადგენს. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას 2028 წლამდე შესთავაზებენ. აღნისნულია, რომ ხვიჩა დათანხმდება ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობის შენარჩუნების პირობით.

წინა სეზონის სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ხელფასი კლუბში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებულია – 1,5 მლნ ევრო. ადრე განიხილებოდა თანხის გაორმაგების შესაძლებლობა, ახლა კი თანხის 4 მლნ ევრომდე გაზრდის ვარიანტი განიხილება, რადგან კვარაცხელიათი ტოპ კლუბები “ბარსელონა”, “არსენალი” და “პსჟ”ინტერესდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.