დედაქალაქის მოსახლეობას იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალთან მდებარე საფეხმავლო ხიდს წაართმევენ. საექსპერტო ბიუროს შეფასებით, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მისი გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ უახლოეს მომავალში დედაქალაქის ხელისუფლება მის დემონტაჟს აპირებს. ხიდის აღდგენა არ იგეგმება, რადგან ის ხელახლა უნდა აშენდეს, ეს კი შეიძლება, რამდენიმე მლნ ლარი დაჯდეს.
საფეხმავლო ხიდი წინა წლის დეკემბრიდან იყო ჩაკეტილი. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხიდი იყო მოუხერხებელი ფეხით მოსიარულეებისთვის და შეუფერებელი შშმ პირებისთვის. გზაზე გადასასვლელი ხიდის ნაცვლად ამ მონაკვეთზე დაყენებულია საფეხმავლო გადასასვლელები და გაზრდილი ინტერვალებით მომუშავე შუქნიშნები.
კომენტარის დატოვება