თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის 23 მეტროსადგურიდან 12-ის დაგეგმილი რემონტი 55 მლნ ევროდ შეაფასა. ამასთანავე, ჯერ გამოცხადებულია მხოლოდ ტენდერი სადგურების კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებაზე, საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება წლის ბოლომდე იგეგმება.
სადგურების რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ხელისუფლება გეგმავს სადგურების განახლებასა და მათი ინფრასტრუქტურით აღჭურვას შეზღუდული მობილურობის მქონე ადამიანებისთვის, დრენაჟის, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, მგზავრთა ინფორმირებისა და სატელეფონო კავშირის სისტემების, 30 ესკალატორისა და მათი მართვისა და კონტროლის პანელების შეცვლას.
კომენტარის დატოვება