კიშინიოვში გამართულ მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში ქართველმა პარაოლიმპიელებმა პირველი ადგილი დაიკავეს და 101 მედალი მოიპოვეს: 45 ოქროსი, 48 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოსი. საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრებმაც შესანიშნავი შედეგი აჩვენა – 55 მედალი, საიდანაც 25 ოქროა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სპორტსმენები 30 ქვეყნიდან.
შეჯიბრებები ევროპის ჩემპიონატზე ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში – ზრდასრულ სპორტსმენებს, ახალგაზრდებსა და ვეტერანებს შორის. ასევე გაიმართა ტურნირი პარაოლიმპიელთა შორის. შემდეგი ეტაპი მკლავჭიდში ქართველი სპორტსმენებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელიც აგვისტოში ყაზახეთში გაიმართება.
კომენტარის დატოვება