საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროკომისიის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ტურიზმის მსოფლიო დღის 2024-ის საქართველოში ჩატარების წინადადებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის დარგის განვითარებაში.
დაზუსტებულია, რომ გადაწყვეტილება ევროკომისიის 38 წევრი ქვეყნის მონაწილეობით იქნა მიღებული.
გასულ წელს ღონისძიება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართა.
კომენტარის დატოვება