ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოთა რეიტინგში საქართველომ 26-ე ადგილი დაიკავა

21 იანვარი, 2024

კულინარიული გზამკვლევის TasteAtlas-ის შეფასებით, 2023/2024 წლების მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოთა რეიტინგში საქართველომ 26-ე ადგილი დაიკავა. 395 ათასზე მეტი კერძისა და 115 ათასზე მეტი საკვები პროდუქტის შეფასებაზე დაყრდნობით მსოფლიოს სამზარეულოები შეფასებული იქნა მათი საუკეთესო 50 კერძისა და ყველაზე რეიტინგული საკვების საშუალო ქულების მიხედვით.

პირველი სამი ადგილი იტალიურმა, იაპონურმა და ბერძნულმა სამზარეულოებმა დაიკავა. საუკეთესოთა ათეულში შედის პორტუგალია, ჩინეთი, ინდონეზია, მექსიკა, საფრანგეთი, ესპანეთი და პერუ. TasteAtlas არის გემოების ენციკლოპედია, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული კერძების გლობალურ ატლასს მთელი მსოფლიოდან და შეიცავს 10 ათასზე მეტ კერძსა და სასმელს თავის კატალოგში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.