ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.98+0.01%

ნახევარი მილიონი მგზავრი ორ აეროპორტში

16 აგვისტო, 2023

TAV Georgia-ში განაცხადეს, რომ მხოლოდ ივლისში ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ზაფხულის მეორე თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 403 474 მგზავრი იყო, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 99 803 მგზავრი.

აღნიშნულია, რომ ზაფხულის შუა რიცხვებისთვის ფრენებს ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა 48 ავიაკომპანია 88 მიმართულებით.

წინა თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ზრდამ 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა და ასევე 5%-ით – პანდემიამდელი 2019 წლის ივლისის რეკორდულ მონაცემებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.