საქართველოს რაგბის კავშირმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადადგომის შესახებ განაცხადა. საფრანგეთის მსოფლიო თასზე დამარცხების შემდეგ, მათ შორის, უელსთან ანგარიშით 43:19 დამარცხების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. სპეციალისტი განაგრძობს მუშაობას მანამდე, სანამ ახალი მწვრთნელი არ დაინიშნება.
მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-14 პოზიციაზე დაეცა.
ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 4-ჯერ მოიგო რაგბის ევროპის ჩემპიონატი.
კომენტარის დატოვება