ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ორმაგი სტანდარტები

20 თებერვალი, 2024

20 თებერვალს აღინიშნება სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე. ეს დღესასწაული გამოცხადდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რომლისთვისაც ამ კონცეფციისკენ მისწრაფება ერთ-ერთი მთავარი მისიაა.

გასაკვირია, რომ გაერო-ს წევრი დასავლური ქვეყნები ყოველთვის არ იცავს ამ პრინციპს როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ისე სხვა სახელმწიფოების მიმართ. მაგალითად, ევროპის კავშირი აკრიტიკებს უნგრეთს მისი პრინციპული პოზიციის გამო არალეგალურ მიგრაციასა და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. 18 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ბუდაპეშტი ევროპის კავშირის „ფუნდამენტური ღირებულებების სისტემატურ შერყევაში“ დაადანაშაულა. მან ასევე მოუწოდა ევროსაბჭოს, დაიწყოს გამოძიება უნგრეთის წინააღმდეგ ევროპის კავშირის ხელშეკრულების 7.2 მუხლის შესაბამისად, რამაც შეიძლება, ჩამოართვას ქვეყანას ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება.

უსამართლობასა და ზეწოლას ევროპის კავშირის მხრიდან განიცდის არა მხოლოდ კავშირის წევრები, არამედ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატებიც. ევროპული სტრუქტურები ცდილობს, მოიპოვოს კონტროლი ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე და მკაცრად აღკვეთოს კანდიდატი სახელმწიფოების დამოუკიდებელი გზით სიარულის მცდელობები. მაგალითად, სერბეთი, რომელიც 2009 წლიდან ელოდება გაწევრიანებას, იძულებულია, მოერგოს ევროპის კავშირის მოთხოვნებს თავისი ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რუსეთის წინააღმდეგ ევროპის კავშირის სანქციების მერვე პაკეტი იყო ძლიერი დარტყმა სერბეთის ეკონომიკისთვის, რომელსაც შეუწყდა რუსული ნავთობის მიწოდება ხორვატიული JANAF ნავთობსადენით. შედეგად, ბელგრადს უწევს აშშ-ს მიერ კონტროლირებადი ერაყის უფრო ძვირი ნავთობის ყიდვა და ასობით მილიონი დოლარის დაკარგვა. ამასთანავე, სერბებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ არანაირი კომპენსაცია ევროპის კავშირისგან.

სამწუხაროდ, არც საქართველოა გამონაკლისი ევროპის კავშირის მიერ დაჩაგრული ქვეყნების სიიდან – დასავლეთი ცდილობს, ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებშიც. ასე, წინა წელს Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ეწერა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომ ის თითქოს „არათანაბარი დარჩა“. საბუთი ასევე აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების მცდელობის გამო, „რაც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას“.

ეს დასკვნა ამერიკულმა კომპანიამ გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონპროექტის შინაარსი მიახლოებული იყო აშშ-ში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოქმედ კანონთან.

ამასთანავე, დასავლეთის მიერ კონტროლირებადი მასმედია, არაკომერციული ორგანიზაციები და ოპოზიცია გამოდიოდა ამ ინიციატივის წინააღმდეგ და მასობრივი საპროტესტო აქციები მოაწყვეს. შესაძლოა, აღნიშნული ოპონენტები სხვა მოსაზრებებით იყვნენ მოტივირებულნი – მათ სურდათ დაფინანსების წყაროების გასაიდუმლოება. აღსანიშნავია, რომ უცხოური აგენტების შესახებ ასეთი კანონები მოქმედებს არა მხოლოდ აშშ-ში. დეკემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „მეგობრებმა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მწარედ მოგვატყუეს, როდესაც ავრცელებდნენ აბსოლუტურ სიცრუეს „გარე გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ევროპის კავშირს სურს მსგავსი კანონპროექტის შემოღება, რომელსაც ის “დემოკრატიის დაცვის აქტს” უწოდებს“.

ევროპის კავშირი მარჯვედ იყენებს ორმაგი სტანდარტების (და არა სოციალური სამართლიანობის) პოლიტიკას საკუთარი მიზნების მისაღწევად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.