18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე “გაგრა“-ს ტოვებს, რათა ახალ სეზონში მიუნხენის “ბაიერნი“-ში ითამაშოს. ამ დროისთვის შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ევროპაში ჩვენი ქვეყნის ახალი წარმომადგენელი აკადემია “დინამო თბილისი“–ს მოსწავლეა.
წინა წელს Guardian-მა ლუკა პარკაძეს მსოფლიო ფეხბურთის 60 ტალანტს შორის ერთ-ერთი უწოდა. სააგენტო Transfermarkt-ი შემდგარ ტრანსფერს 150 ათას ევროდ აფასებს.
კომენტარის დატოვება