ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “საქართველო” ამ დღეებში სხვადასხვა ადგილზე იმართება. მასში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები იტალიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ფინეთიდან. ისინი სტუმრებისთვის ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ.
კონცერტი გაიმართება უკვე დღეს, 21 სექტემბერს, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ხვალ კი, 22 სექტემბერს, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში.
კომენტარის დატოვება