ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ფრთხილად – ხორცი!

29 დეკემბერი, 2023

საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, ყურადღებით აირჩიონ ხორცპროდუქტების შეძენის ადგილები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის უზრუნველყოფილი შენახვის პირობები.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხორცის სათანადო შენახვას – დახურულ მაცივარში ორიდან ექვს გრადუსამდე შესაბამის ტემპერატურაზე. ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმოშობისა და ვარგისიანობის ვადის შესახებ. ვადაგასული ხორცისა და ცხოველური პროდუქტების მოხმარებამ შეიძლება, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.