ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93–0.01%

პური გაძვირდება?

11 აპრილი, 2024

საქართველოს ოპოზიციური პარტიები პურის გაძვირების შესახებ აცხადებენ. თუმცა საქართველოს პურის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში პურის ფასი ახლა საკმაოდ ადეკვატურია და ყველაზე დაბალია კვების პროდუქტებს შორის. მისივე თქმით, პურის ღირებულება თითქმის 4 წელია, არ შეცვლილა.

ასევე ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ფქვილისა და ხორბლის საკმარისი მარაგი, რომელიც ქვეყანას სტაბილურად მიეწოდება. ასევე არის ქართული ხორბლის მარაგი. ამჟამად ქვეყანას აქვს ხორბლის ერთი თვის მარაგი, ახალი მიწოდება კი ორ კვირაში იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.