ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

სოფიკო ჭიაურელი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს

11 აპრილი, 2024

ინდური ფილმის „ალი ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალის“ შემქმნელმა უმეშ მეჰრამ ცნობილი ქართველი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ დააჯილდოვა. ფილმში მან ალი ბაბას დედის, ზამირას, როლი შეასრულა. მოოქროვილი თასი რეჟისორმა თბილისში ჭიაურელთა ოჯახს პირადად გადასცა.

ფილმი-ზღაპარი “ალი ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი” გადაღებულია 1980 წელს ზღაპრების “1000 და ერთი ღამის” მოტივებით. ის მოგვითხრობს ღარიბ ტყის მჩეხავ ალი ბაბაზე, რომელმაც ყაჩაღების ზღაპრულ გამოქვაბულში განძი იპოვა,  და ასევე მის ხარბ ძმაზე კასიმზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.