ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ყველა გზა საქართველოსკენ მიდის

12 ოქტომბერი, 2023

დღეს საქართველოს შეუძლია, თამამად განაცხადოს პრეტენზია მთავარი ლოჯისტიკური ცენტრის როლზე, რომელიც აკავშირებს რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებს სამხრეთ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აღმოსავლეთ აფრიკასთან. თუმცა ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის გამოყენებული. ამიერკავკასიაში ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნა თბილისს რეგიონის გავლით ტვირთების ტრანზიტის გზით შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება.

მაგალითად, ევროპისა და აზიის შეამერთებელი “ჩრდილოეთ-სამხრეთის” საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (სსდ) ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტთან დაკავშირება მისცემს საქართველოს ევრაზესი-ს ქვეყნებთან და თურქეთთან საკონტეინერო გდაზიდვების განვითარების საშუალებებს.

აღვნიშნავთ, რომ „ზემო ლარსი – ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტს, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ამ სატრანსპორტო დერეფნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. “ჩრდილოეთ-სამხრეთის” ავტომაგისტრალის დასრულების შემდეგ ირანის პორტებიდან ჩაჰბაჰარიდან და ბენდერ-აბასიდან საქართველოს ფოთსა და ბათუმში ტვირთები სულ რაღაც ორ-სამ დღეში მოვა.

ამ წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით “ზემო ლარსის” გამშვებ პუნქტზე 14 ახალი ზოლი აამოქმედეს – მათი რაოდენობა 39 გახდა. ახლა ობიექტის გამტარუნარიანობა დღეში 2 ათას მანქანას შეადგენს. პროგნოზების თანახმად, წელს საქართველოს გავლით სულ მცირე 355 ათასი სატვირთო მანქანა გავა, ხოლო ტრანზიტიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 130 მლნ ლარს გადააჭარბებს.

ქვეყნებს შორის სატრანსპორტო დერეფნების განტვირთვას ხელს შეუწყობს მთელი წლის განმავლობაში მომუშავე სატვირთო საბორნე კავშირი, რომელიც თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის დაამყარეს.

გარდა ამისა, სარკინიგზო კავშირის შესაძლო აღდგენა რუსეთთან – ჩვენს საკვანძო სავაჭრო პარტნიორთან – საშუალებას მისცემს საქართველოს, დარჩეს მნიშვნელოვანი რგოლი რეგიონის სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ჯაჭვში. 2023 წლის II კვარტალში ტვირთების მთლიანი მოცულობის ნახევარზე მეტი (53,2%) ქვეყანაში სწორედ რფ-დან შემოიტანეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.