სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“ მონაცემების თანახმად, სექტემბერში ინფლაციამ შეადგინა 11,5% 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ზრდის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად რჩება კვების პროდუქტების გაძვირება. 2021 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები ამ ჯგუფში გაიზარდა 17,6%, რაც აისახება წლიურ ინფლაციაზე 5,44 საპროცენტო პუნქტის სახით.
სააგენტომ bm.ge ჩამოთვალა ათი საქონელი და მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად გაძვირდა უკანასკნელი წლის განმავლობაში (2022 წლის სექტემბერი 2021 წლის სექტემბერთან):
- საქალაქთაშორისო სატელეფონო გადასახადი-101%;
- სანოტარო მოსაკრებელი – 95,6%;
- სიმინდის ფქვილი – 85,9%;
- კოპირება – 63,1%;
- სამეურნეო საპონი –48%;
- მარგარინი- 43,8%;
- შედედებული რძე და რძის შემცველი პროდუქტები– 43,7%;
- კრემიანი ვაფლი – 42,1%;
- ხორბლის ფქვილი – 41,2%;
- პარკილობიო– 40,6%.
საქონელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიაფდა:
- ქვედაბოლო ქალის– მინუს 20,4%
- კომპიუტერი-მინუს 19,2%;
- შარვალი მამაკაცის – მინუს 18,2%;
- ჭარხალი – მინუს 15,1%;
- მწვანილი – მინუს 14,6%;
- ტელევიზორი – მინუსი 14%;
- ბადრიჯანი – მინუს 12,7%;
- მობილური ტელეფონი – მინუს 11%;
- 958 სინჯის ოქროს ბეჭედი ჯვარდასაწერად – მინუს 10,5%;
- შარვალი ქალის –მინუს 10,5%.
კომენტარის დატოვება