ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

რა სახის საქონელი და მომსახურება გაძვირდა საქართველოში ყველაზე მეტად?

19 ოქტომბერი, 2022

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“ მონაცემების თანახმად, სექტემბერში ინფლაციამ შეადგინა 11,5% 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ზრდის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად რჩება კვების პროდუქტების გაძვირება. 2021 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები ამ ჯგუფში გაიზარდა 17,6%, რაც აისახება წლიურ ინფლაციაზე 5,44 საპროცენტო პუნქტის სახით.

სააგენტომ bm.ge ჩამოთვალა ათი საქონელი და მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად გაძვირდა უკანასკნელი წლის განმავლობაში (2022 წლის სექტემბერი 2021 წლის სექტემბერთან):

  1. საქალაქთაშორისო სატელეფონო გადასახადი-101%;
  2. სანოტარო მოსაკრებელი – 95,6%;
  3. სიმინდის ფქვილი – 85,9%;
  4. კოპირება – 63,1%;
  5. სამეურნეო საპონი –48%;
  6. მარგარინი- 43,8%;
  7. შედედებული რძე და რძის შემცველი პროდუქტები– 43,7%;
  8. კრემიანი ვაფლი – 42,1%;
  9. ხორბლის ფქვილი – 41,2%;
  10. პარკილობიო– 40,6%.

საქონელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  1. ქვედაბოლო ქალის– მინუს 20,4%
  2. კომპიუტერი-მინუს 19,2%;
  3. შარვალი მამაკაცის – მინუს 18,2%;
  4. ჭარხალი – მინუს 15,1%;
  5. მწვანილი – მინუს 14,6%;
  6. ტელევიზორი – მინუსი 14%;
  7. ბადრიჯანი – მინუს 12,7%;
  8. მობილური ტელეფონი – მინუს 11%;
  9. 958 სინჯის ოქროს ბეჭედი ჯვარდასაწერად – მინუს 10,5%;
  10. შარვალი ქალის –მინუს 10,5%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.