ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.97–0.01%

რამდენი ბაზარია საქართველოში?

4 აგვისტო, 2023

“საქსტატის” მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში, 2,1 მილიონ კვადრატული მ.-ის საერთო ფართობზე, ფუნქციონირებდა 197 ბაზარი. მათი ყველაზე დიდი რაოდენობა მდებარეობს თბილისში (62), იმერეთის (38), სამეგრელო-ზემო სვანეთისა (25) და კახეთის (23) რეგიონებში. ყველაზე ცოტა ბაზარია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში (2). ბაზრების უმეტესი ნაწილი სასურსათოა, მესამედი – სანივთე.

ყველა ბაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს 67 ვეტერინარული და სანიტარული ლაბორატორია, 1,3 ათასი საწყობი და 361 მაცივარი. გამყიდველთა საერთო რაოდენობა ყველა ბაზარზე ყოველდღიურად 38,6 ათას კაცამდეა. ყველა ბაზრის 95,4% კერძოა, ხოლო 4,6% – საჯარო. 2022 წელს ქვეყნის ყველა ბაზრის შემოსავალმა 170,7 მლნ ლარი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.