“საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს უცხოელებმა საქართველოში, დაახლოებით, 12,9 მილიარდი ლარი ($4,8 მლრდ) დახარჯეს, რაც 2022 წელთან შედარებით 20,5%-ით მეტია. აქედან 36,4% დახარჯულია განთავსებაზე, 23,4% – საყიდლებზე, ხოლო 21,6% – საკვებსა და სასმელზე. ამასთანავე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დანახარჯი საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 8,1%-ით შემცირდა და, საშუალოდ, 2 097,4 ლარი შეადგინა.
სულ, 2023 წელს საქართველოს უცხოელები 7,1 მლნ-ჯერ ესტუმრეს, რაც 2022 წელთან შედარებით 30,3%-ით მეტია. აქედან ტურისტულმა ვიზიტებმა შეადგინა 4,7 მლნ.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზანი იყო დასვენება და გართობა (52.3%) და ნათესავებისა და ახლობლების მონახულება (20.4%).
კომენტარის დატოვება