სატრანსფერო ბაზარზე იზრდება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება. აღინიშნება, რომ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე ახლა 10 მილიონ ევროდ ფასდება. მასმედიის ცნობით, ინტერესს მის მიმართ ინგლისური “ბარნლი” და იტალიური “იუვენტუსი” იჩენს.
მიქაუტაძე თამაშობს ფრანგულ “მეცი”-ში, ხოლო გასულ სეზონის 38 მატჩში თავი გამოიჩინა 24 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით.
ზურიკო დავითაშვილი ახლა ღირს 2,5 მილიონი ევრო, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი – 1,8 მილიონი ევრო.
კომენტარის დატოვება